12 დეკემბერს, სამშაბათს, 19.00 საათზე კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი მასპინძლობს აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ,,შავნაბადას" ფესტივალის ,,საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" XX და კონსერვატორიის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.
კონცერტში მონაწილეობენ: სოფო გელოვანი, თბილისის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული), გურჯაანის ლ. მუღალაშვილის სახელობის გალობა-სიმღერის სკოლა და ანსამბლ ,,გურჯაანის" სოლისტები (ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი), ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის გალობა-სიმღერის სკოლა (ავთო თურქია).