შალიკაშვილის თეატრი სტუმარ-მასპინძელს წარმოგიდგენთ

შალიკაშვილის თეატრი 22-23 დეკემბერს წარმოგიდგენთ სპექტაკლს სტუმარ-მასპინძელი.

კავკასიის მაღალ მთაში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ ქისტები და ხევსურები. ნადირობის დროს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ მუსულმანი ჯოყოლა და ქრისტიანი ზვიადაური. ჯოყოლას ბედმა გაუღიმა , ჯიხვი მოკლა და ზვიადაურს შესთავაზა ეწვიოს სახლში, ნანადირევი გაიყონ. მან უცხო მონადირეში ვერ შეიცნო თავისი ძმის მკვლელი და არც ზვიადაურმა გაამხილა თავისი ვინაობა, ეწვია ჯოყოლას სახლში. როგორც მთის წესია ,ჯოყოლა და მისი მეუღლე აღაზა მხიარულად შეხვდნენ მას, გაიშალა სუფრაც. სტუმარიც და მასპინძელიც მხიარულობდნენ. ამ დროს ჯოყოლას თანასოფლელები ზვიადაურში მტერს შეიცნობენ, შეიპყრობენ და წაიყვანენ სასაფლაოზე ხევსურების მიერ მოკლულ ქისტებზე შესაწირად. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯოყოლა წინ აღუდგება თანასოფლელებს, რათა დაიცვას სტუმარ-მასპინძლობის ადათი. თანასოფლელებთან შეჯახებისას იგი კლავს მუსას, სოფლის თავკაცს. ქისტები ამის გამო სოფლიდან გააძევებენ ჯოყოლას, ხელ-ფეხ შეკრული ზვიადაურს სასაფლაოზე მიიყვანენ და მოკლავენ. ამ უბედურების მოწმე ჯოყოლას ცოლი აღაზა ზვიადაურს, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს დაიტირებს. ხევსურებმა გაიგეს რა ზვიადაურის მოკვლის ამბავი, წამოვიდნენ მის დასახსნელად. მათთან ბრძოლაში დაიღუპა, ჯოყოლა. ხევსურები აკრეფენ ზვიადაურის ძვლებს და მშობლიურ მიწას მიაბარებენ. შეურაწყოფილი, სოფლიდან გაძევებული აღაზა დაასაფლავებს ქმარს, თავად კი აბობოქრებულ მდინარეში გადაეშვება და თავს მოიკლავს.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
სპექტაკლი იტალიელი დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს ამავე სახელობის კომედიის მიხედვით არის დადგმული
თეატრი
საქართველო, მე 20 საუკუნის 90-იანი წლები. ქალაქში დაძრწიან ბანდები. ერთ-ერთ ასეთ ბანდას ხელმძღვანელობს მუსიკის მოყვარული, ცივსისხლიანი სადისტი.
თეატრი
სპექტაკლი დრამატული ცირკისა და ტრადიციული თეატრის სინთეზია.
თეატრი
10 დეკემბერს სპექტაკლი "12 განრისხებული მამაკაცი" რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება.
თეატრი
კვირის ღონისძიებები