შვედეთში სწავლის მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შვედეთის მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით, შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაცია საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 2017 წლის 8 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება, თავისუფალ უნივერსიტეტში: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, პატარა საკონფერენციო დარბაზი (ბიბლიოთეკა).

შეხვედრის მიზანია სტუდენტებს გააცნოს SI ვიზბის რეგიონის სტიპენდია (Visby Scholarship), ასევე შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები.

აღნიშნული სტიპენდიები მოიცავს სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორი სწავლებას, შესაბამისად, საინტერესო იქნება როგორც ბაკალავრიატის სტუდენტების, ასევე მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ამასთან, არ ვრცელდება შეზღუდვა სპეციალობებზე.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების, ისევე როგორც, შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ.

პროექტი ხორციელდება SI-სა და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

შვედური ინსტიტუტი(SI) არის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო, რომელიც სახალხო დიპლომატიის საშუალებით ხელს უწყობს შვედეთის სახელმწიფოს, მისი ღირებულებებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. ამ მიზნით SI მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტს აფინანსებს.

SI-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა და მისი მიზანია, შექმნას პლატფორმა, რომელიც შვედური განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. SI-ის მხარდაჭერით 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

მსგავსი ღონისძიებები
ჯოან როულინგისა და თრილერების მოყვარულთათვის!
სხვა ივენთები
გული არ დაიწყვიტო, შენ გაქვს შანსი მიიღო ოქროს ბილეთი მომავლის სამყაროში.
სხვა ივენთები
25, 27, 28 სექტემბერს და 2, 4 და 6 ოქტომბერს "წიგნის სახლი ბახტრიონზე" - ში " „ემოციური ინტელექტი“ - სალონური საუბრები გაიმართება.
სხვა ივენთები
საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები