ცნობილი ქართველი მსახიობები თანამედროვე ქართული კინოს მხარდასაჭერად

     2 წლიანი პაუზის შემდეგ ერთადერთი ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე FilmPrint ბრუნდება. ჟურნალის პრეზენტაცია ამჯერად განსხვავებულ და ორიგინალურ ფორმატში შედგება. 20 აპრილს, 13:00 საათზე, სავაჭრო ცენტრში „გალერია თბილისი“, რომელიც კინოთეატრების ქსელსაც აერთიანებს, ჟურნალის ახალ ნომერს თავად ცნობილი ქართველი მსახიობები წარუდგენენ დამსწრე საზოგადოებას.

 

ახალი ქართული კინოს მხარდამჭერ აქციაში ჩაერთვებიან: ნატო მურვანიძე, ნიკა თავაძე, ბერტა ხაფავა, ია შუღლიაშვილი, ია სუხიტაშვილი, მიშა გომიაშვილი, ზურაბ ანთელავა, თემიკო ჭიჭინაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, მარისკა დიასამიძე და სხვები.

FilmPrint ამიერიდან ახალი პერიოდულობით - წელიწადში ერთხელ შეაფასებს მნიშვნელოვან ქართულ კინომოვლენებს.  ახალი ნომრის რედაქტორები არიან:  ნინო მხეიძე, ლელა ოჩიაური და ქეთევან ტრაპაიძე.

 

ახალ ნომერში გაეცნობით:

რეცენზიებს ფილმებზე:

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები”, ნანას და სიმონის “ჩემი ბედნიერი ოჯახი”, გიორგი ოვაშილის “ხიბულა”, ზაზა ხალვაშის “ნამე”, რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, მარიამ ხაჭვანის “დედე”, გელა ბაბლუანის “ფული”, ანა ურუშაძის “საშიში დედა”, ზაზა ურუშაძის “აღსარება”, ელდარ შენგელაიას “სავარძელი”, სალომე ჯაშის “დაისის მიზიდულობა”, ნინო გოგუას “ნივთები”, რატი ონელის “მზის ქალაქი”.

 

ინტერვიუებს:

ნანა ექვთიმიშვილთან, ლაშა ბუღაძესთან, გიორგი ოვაშვილთან, ზურა მაღალაშვილთან, ია შუღლიაშვილთან, რუსუდან გლურჯიძესთან.

ნომერში საუბარია ქართული კინომემკვიდრეობის დაცვაზე, ასევე მიმოხილულია საერთაშორისო თუ ქართული კინოფესტივალები, თანამედროვე ანიმაცია, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კინო. გაეცნობით საერთაშორისო პრესის მიმოხილვას თანამედროვე ქართულ ფილმებზე, წაიკითხავთ სტატიას - ეროვნული კინოცენტრი ქართული კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე ნომერში იხილავთ სტატიას სხვადასხვა საინტერესო კინომოვლენისა თუ სიახლის შესახებ.

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები
მიკოლა დედოკი ბელორუსი პოლიტიკური აქტივისტი და ჟურნალისტია. ის ჩამოდის თბილისში, რათა მოგვითხროს, თუ როგორ იქცა პოლიტიკურ პატიმრად.
სხვა ივენთები
თბილისის არქიტექტურის ბიენალე მოხარულია უმასპინძლოს ცნობილ შვეიცარელ არქიტექტორს – პიერ დე მერონს.
სხვა ივენთები
წიგნი ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს
სხვა ივენთები
თუ გინდა გახდე მეწარმე და ამავდროულად, პოზიტიური ცვლილება მოუტანო საზოგადოებას დაესწარი ვორქშოფს.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები