წიგნის საერთაშორისო დღეს, ჭავჭავაძის #7–ში, მდებარე „ბიბლუსი გალერეა“, თანამედროვე ქართველ მწერლებს ციკო ინაურს და ლიტერატურული კონკურსის "საბას" ლაურეატ ლუკა ბაქანიძეს უმასპინძლებს.
19:00 - ლუკა ბაქანიძე პრემია "საბას" ლაურეატ წიგნს, „სადა ხარ ლაზარე?“ წარადგენს, 19:30 - კი დებიუტანტი მწერალი, ციკო ინაური წიგნს "ასოციალური თევზი“, რომელმაც დაბეჭდვისთანავე განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.
სპეციალურად ღონისძიების სტუმრებისთვის, საღამოზე წარმოდგენილი წიგნები –20%–იანი ფასდაკლებით გაიყიდება.