წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითი ღონისძიება

1 თებერვალს 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ - დასკვნითი ღონისძიება.

 

ღონისძიებაზე მოწვეული ავტორები: გელა ჩარკვიანი, ალეკო შუღლაძე და გიორგი კეკელიძე საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ღონისძიების დასკვნით საღამოზე უკვე მესამედ გამოვლინდება "წლის წიგნის ქომაგი", რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და უკვე ტრადიციულ პრემიად იქცა.

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 1 თებერვალს უკვე მესამედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე! ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია "Litworld". ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია

წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვრითული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე იგეგმება.

 

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო

დასწრება თავისუფალია!მისამართი: საქართველოს მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქ. 13

მსგავსი ღონისძიებები
დაკვირვებების გარდა იქნება საუბრები ასტრონომიაზე, კოსმოლოგიაზე და ზოგადად მეცნიერებაზე.
სხვა ივენთები
5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
სხვა ივენთები
თოვლის პაპასთან ერთად, ბავშვებს უმასპინძლებენ ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები და ოჩოფეხებზე შემდგარი აკრობატი.
სხვა ივენთები
2 დეკემბერს "ლუმოსის შაბათის" სტუმარი იქნება Yoga Rooms-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, დავით კანდელაკი, რომელიც ისაუბრებს იოგას შესახებ.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები