ხატია ბუნიათიშვილისა და სიმფონიური ორკესტრის კონცერტი თბილისში გაიმართება

    ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისის სიმფონიურ კონცერთან ერთად, 15 სექტემბერს კონცერტს გამართავს. ორკესტრის დირიჟორი ვახტანგ კახიძეა. ხატია ”SONY”-ს ექსკლუზიური არტისტია და სახელგანთქმულია, როგორც უნიჭიერესი პიანისტი. იგი არის პარტნიორი არაერთი პოპულარული სიმფონიური ორკესტრის და მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარია.

 

   ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე წარსდგება სერგეი რახმანინოვის ”კონცერტით ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N2”, ხოლო, ვახტანგ კახიძე შეასრულებს მოდესტ მუსორგსის საფორტეპიანო შედევრის „სურათები გამოფენიდან“ საორკესტრო ვარიანტს გაორკესტრებულს მორის რაველის მიერ.

მსგავსი ღონისძიებები
15 სექტემბერს Lisi Wonderland-ის სცენაზე, ფსაიტრანსის გურუ Laughing Buddha და ასევე სახელგანთქმული დიჯეი Symbolic შესთავაზებენ თავიანთ სეტებს.
კონცერტი
ბრიტანული Dark Cabaret ტრიო "The Tiger Lillies" 20 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრში კონცერტს გამართავს.
კონცერტი
ამ სახელწოდების ფესტივალი საქართველოში პირველად 2005 წელს ჩატარდა. მისი ორგანიზატორები ანა კრაიერი, მანანა ახმეტელი, თამრიკო კორძაია, ფელიქს პროფოსი და რეზო კიკნაძე გახლდნენ.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები