28 დეკემბერს, 18 საათზე, გამომცემლობა "ზოლიანი კატა" ახალი წიგნის, "ჰიპა ირჩევს პროფესიას" პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ. სურათებიანი წიგნების შესახებ ილაპარაკებენ წიგნის ავტორები (ანა ჯანელიძე და ალექს ჩიღვინაძე), დათო გაბუნია (მწერალი, დრამატურგი, საბავშვო წიგნების მთარგმნელი და კატების მოყვარული ადამიანი), თათია ნადარეიშვილი და ეკა ტაბლიაშვილი ("ილუსტრატორის" დამაარსებლები და სურათებიანი წიგნების ავტორები) და "ზოლიანი კატის" რედაქცია, მთელი შემადგენლობით.
ავტორები წიგნს ბავშვებს წაუკითხავენ, ასე რომ ადგილზევე შეამოწმებთ, რამდენად ღირს ამ წიგნის შეძენა. ასევე გასწავლით ხარისხიანი სურათებიანი წიგნის შერჩევასაც და როგორ შევწვდეთ ძეხვს პარასკევ საღამოს. ვეგეტარიანელებს და ტკბილეულის მოყვარულებს ჰიპა-ტორტით გაგიმასპინძლდებით, იქნება შინაური ლიმონათი ბავშვებისთვის და გარეული ღვინო მშობლებისთვის.