„10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“ გამოფენა-გაყიდვა მეიდანზე გაიმართება

  მე­ი­დან­ზე, 13 და 14 ივ­ლისს , 15:00 სა­ა­თი­დან პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ფი­ნე­ბა და გა­ი­ყი­დე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი სა­კო­ლექ­ციო/ტუ­რის­ტუ­ლი/სა­სა­ჩუქ­რე ღვი­ნის შე­ფუთ­ვე­ბი. მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ და­ა­ა­გე­მოვ­ნონ 10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო და შე­ი­ძი­ნონ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად.

 

პრო­ექტს „10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი და allwine.ge ახორ­ცი­ე­ლებს. მისი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა, შე­სა­ბა­მი­სად, ის რჩე­ულ ქარ­თულ ღვი­ნო­ებს უფრო ხელ­მი­საწ­ვდომს ხდის, უცხო­ე­ლებს კი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნონ და დარ­წმუნ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად ღვი­ნის სამ­შობ­ლოა.

 

პრო­ექ­ტი „10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ 15 ოქ­ტომ­ბერს „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე“ სწო­რედ მე­ი­დან­ზე და­ი­წყო, სა­დაც პირ­ვე­ლი ბრმა დე­გუს­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. მას შემ­დეგ ხმის მი­ცე­მა 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

 

პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც წარ­მო­ად­გი­ნეს სა­კუ­თა­რი ღვი­ნო­ე­ბი დე­გუს­ტა­ცი­ის­თვის. ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო, ამი­ტომ ბრმა დე­გუს­ტა­ცია 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ოთხმა ქარ­თველ­მა და ერ­თმა ფრან­გმა ღვი­ნის ექ­სპერ­ტმა სწო­რედ ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით გა­მო­ავ­ლი­ნა რჩე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის 10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო, რომ­ლის ერთი ნა­წი­ლი − 5 ბოთ­ლი −ერთ შე­ფუთ­ვა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ხოლო მე­ო­რე 5 ღვი­ნო − მე­ო­რე შე­ფუთ­ვა­ში.

 

მსგავსი ღონისძიებები
პირველი 4GB-დან დღემდე ფესტივალის ჰედლაინირი, გიოს ყველა დროის საყვარელი არტისტი, მიხაელ მაიერია.
ფესტივალი
მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება
ფესტივალი
წლების მანძილზე  ფესტივალმა Artგენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებასშეუწყო ხელი.
ფესტივალი
ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და მის ორგანიზებაში სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები