"12 განრისხებული მამაკაცი" რუსთაველის სცენაზე

ნაფიც მსაჯულებს სასამართლოში მეტად რთული მისია ეკისრებათ, და განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა კაცის ბედი წყდება. მაგრამ ნაფიცი მსაჯულებიც ხომ ადამიანები არიან, განსხვავებული აზრებით, შეხედულებებით – ზოგი გულისხმიერია, ზოგი დაუნდობელი. სიმართლის ძიება იოლი როდია და მათი ცხარე კამათიც მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება. პატარა ბიჭს მკვლელობა ბრალდება. არიან მოწმეებიც, მაგრამ მათ ჩვენებას დამაჯერებლობა აკლია. რით დამთავრდება ეს ორომტრიალი, ნუთუ ბიჭი მკვლელია? ერთი ადამიანის აზრს და რწმენას შეუძლია შეცვალოს სხვების თვალთახედვა, თუ იგი დამარწმუნებელია თავის სისწორეში.

„12 განრისხებული მამაკაცი“ ამერიკელი დრამატურგის რეჯინალდ როუზის ცნობილი პიესაა, რომლის მიხედვით არაერთი სპექტაკლი დადგმულა და ფილმი გადაღებულა.

ყველაზე ცნობილია მათ შორის სიდნეი ლუმიეტის მიერ 1957 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც IMDB-ს ყველა დროის საუკეთესო ფილმების ხუთეულში შედის და იგი თავის დროზე სამ ოსკარზე იყო წარდგენილი.

პიესის მიხედვით სპექტაკლი ქართულ სცენაზე პირველად 2006 წელს დაიდგა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სპექტაკლის ნახვა მაყურებელს დღეს, 18 ნოემბერს რუსთაველის დიდ სცენაზე 19:00 საათზე შეუძლია.

დამდგმელი რეჟისორები: რობერტ სტურუა, რევაზ ჩხეიძე დასაწყისი: 19:00 საათი სპექტაკლის ხანგრძლივობა: 105 წუთი ბილეთის ფასი: 6,7,8,9,10,14 ლარი

მსგავსი ღონისძიებები
ფსიქოლოგიურ დრამაში ჩაპეკის პერსონაჟები მშვიდობისთვის იბრძვიან
თეატრი
რეჟისორი მსახიობებთან და მხატვართან ერთად ქმნის ყოფით, ნატურალისტურ გარემოს, რომელშიც ნამდვილ ფიზიკურ ტკივილებსა და ამავე დროს უკიდურესად აბსტრაქტულ შეგრძნებებს ერთმანეთს უპირისპირებს.
თეატრი
სევდიანი კომედია ორ მოქმედებად
თეატრი
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
თეატრი
კვირის ღონისძიებები