26 მაისს, ჯეიმს ბლანტის კონცერტი "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება

   უკვე მესამედ Check in Georgia 2018 იწყება. პროექტის ფარგლებში აპრილიდან შემოდგომის ჩათვლით 300-მდე ღონისძიება დაიგეგმა. პროგრამაშია ცნობილი უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, გამოფენები და ფესტივალები. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები სხვა ცნობილ მუსიკოსებთანაც უკვე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს, ჯეიმს ბლანტის კონცერტი Check in Georgia ფარგლებში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, Check in Georgia 2018–ის პრეზენტაციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა და პროექტის ორგანიზატორებმა  უკვე განაცხადეს. 

 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და  26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს,  მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ  ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით. 

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live  მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ აკაპელა საგუნდო მუსიკის კონცერტს
კონცერტი
სამხრეთკორეული Girl ჯგუფი SeeYa თბილისი ივენთ ჰოლში, კონცერტს გამართავს.
კონცერტი
23 დეკემბერს  საახალწლო ზეიმი, ნაძვის ხე  და ბევრი სპორტული თამაში გელოდებათ ქიდს არენაში.
კონცერტი
„ბლექ სი არენას“ წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება
კონცერტი
კვირის ღონისძიებები