5 ოქტომბერს ევროპულ რესტორან "პუბლიკის" სცენაზე გერმანელი DJ Bratenschneider გამოვიდა თავისი სეტით

            5 ოქტომბერს 21:30-დან რესტორან "პუბლიკის" სცენაზე თავისი დიჯეი სეტით გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი მატიას კოელი (Matthias Koehl), (რომელიც ცნობილია თავისი სასცენო ზედმეტსახელით "Bratenschneider"), საკუთარი ჰიპ-ჰოპ სეტით წარსდგა მსმენელის წინაშე. მატიასი ჰამბურგული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ცნობილი არტისტია. იგი ჰამბურგის გარდა, სხვადასხვა გერმანულ ქალაქში უკრავდა.

              სეტზე არაერთი ცნობილი ჰიპ ჰოპ ჰიტის "Bratenschneider"-ული მიქსი შესრულდა. მატიასს ისეთ ცნობილ ფესტივალზე დაუკრავს, როგორიც არის Fusion Festival, რომელიც გერმანიაში იმართება. მატიასი ჰიპ-ჰოპის სეტების გარდა, ასევე Psy-Trance-ს, მინიმალისტურ და ფსიქოდელიურ ტექნოს უკრავს.

 

              P.S. როდესაც მატიასს ვკითხე თუ რა იყო მისი ინსპირაცია, იმისათვის, რომ მუსიკა შეექმნა, მან მე მიპასუხა, რომ: მისი ინსპირაცია დედა იყო.

მსგავსი ღონისძიებები
Ellarge - ირაკლი მენაღარიშვილისა და ნიკა წერეთელის Psychedelic Dance ჟღერადობის კოლაბორაციული პროექტი, რომელიც დაფუძნებულია იმპროვიზაციაზე და გადმოსცემს მათ ზუსტ ემოციას.
კლუბი/ლაუნჯი
10 იანვარს პროექტის Pre-Party Elektrowerk–ში გაიმართება და ეს იქნება მისი ერთგვარი წარდგენაც.
კლუბი/ლაუნჯი
ეს არის სტეფანეს  ბოლო საზაფხულო კონცერტი, აქედან გამომდინარე ძალიან გრანდიოზული იქნება
კლუბი/ლაუნჯი
ბორის ბრეჟა ბავშვობაში  მუდმივად  დრამებსა და კლავიშებზე თამაშობდა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები