6 არტისტი KHIDI-ის სცენაზე დაუკრავს

Kamikaze Space Programme - ნამდვილი მუსიკალური ექპერიმენტატორის კრისტოფერ ჯარმანის ბერლინში დაფუძნებული პროექტი. პირველი ნაბიჯები ელექტრონული მუსიკის სცენაზე ჯარმანმა 90-იან წლებში დრამ-ენდ-ბეისის მიმართულებით გადადგა და მალევე მოიპოვა აღიარება. ამის და მიუხედავად მას უნდოდა უფრო ორიგინალური და ახალი რამ შეექმნა, სწორედ ეს არის Kamikaze Space Programme, რომლის სადებიუტო “Algus EP” 2011 წელს DECA Rhythm- ზე გამოიცა. დღესდღეობით პროექტი 10-მდე რელიზს ითვლის სხვადასვა ლეიბლებზე, როგორებიცაა: ლეგენდარული Luke Slater-ის ლეიბლი Mote-Evolver, Mindcut, TRUST და სხვა.

 

Acierate - ბერლინელი დიჯეის კრისტოფერ ენგელმანის 2014 წელს შექმნილი პროექტი, რომელიც არის ივენთების სერია SYNOID-ისა და კლუბ Griessmuehle-ს რეზიდენტი.

 

Boyd Schidt - KHIDI-ს რეზიდენტი, Greenbeam & Leon-ის წევრის ლეონ ლოლიშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. 2014 წელს Boyd Schidt-ის ნამუშევარი "Morning Utopia" შევიდა Studio R-ის კრებულ “Various 003”-ში, ისეთ არტისტებთან ერთად, რომლებიცაა: Fred P., Zadig, Brendon Moeller, Mike Parker ... იმავე წელს WaveReform records-ზე გამოაქვეყნა EP "Structure". დღესდღეობით ქართველი ტექნო პიონერი ჯერ კიდევ აქტიურადაა ჩართული მუსიკის შექმნასა და დიჯეინგში მსოფლიოს გარშემო, რითიც თავისი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარებაში. 2017 წელს ლეონმა მეგობარ პოლონელ არტისტ N1KT-თან ერთად დააარსა დაბ ტექნო ლეიბლი 2529 KM.

 

Ellarge - ირაკლი მენაღარიშვილისა და ნიკა წერეთელის Psychedelic Dance ჟღერადობის კოლაბორაციული პროექტი, რომელიც დაფუძნებულია იმპროვიზაციაზე და გადმოსცემს მათ ზუსტ ემოციას.

 

L8 - ქართველი მუსიკოსის ლუკა მეტრეველის პროექტი, რომელიც აერთიანებს ჰაუსისა და ელექტროს მრავალ სუბჟანრსა და ჟღერადობას. მისი ლაივ სეტები გამოირჩევა მრავალფეროვანი და სხარტი შესრულების სტილითა და ვოკალის ლაივ ელემენტებით.

 

Toke / Aquaj - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი თოკე ნიკოლაიშვილის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ჰაუს, დიფ ჰაუს და ელექტროზე ჟღერადობაზე. Toke-ს "Universe7"-მა ELECTRONAUTS-ის დაჯილდოების VIII ცერემონიალზე წლის ტრეკის ნომინაციაში გაიმარჯვა.

მსგავსი ღონისძიებები
TRP - გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი David Willenberger-ის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ჰაუს, ტექნო, ეისიდ და ელექტრო ჟღერადობაზე.
კლუბი/ლაუნჯი
13 ოქტომბერს "Keller Bar" JD J და Ani დაუკრავენ DJ სეტებს
კლუბი/ლაუნჯი
Autumn Tree - ცნობილი ქართული ტექნო კოლაბორაცია Greenbeam & Leon-ის პროექტი, რომელიც ნაკლებად აგრესიული, ჰარმონიული და მელანქოლიური ჟღერადობით გამოირჩევა.
კლუბი/ლაუნჯი
2003 წელს კორეი გადაიღეს ფილმში "Feel Like Going Home" რომლის რეჟისორიც არის მარტინ სკორსეზე. ფილმი ბლუზის განვითარების ისტორიას გვიამბობს..
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები