"Tbilisi DataFest 2018" თბილისში წელსაც გაიმართება(პირველი ფესტივალი 2017 წელს ჩატარდა). ფესტივალი უმასპინძლებს 500 მონაწილეს და განიხილება შემდეგი თემები:
მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება
მონაცემთა ჟურნალისტიკა
ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები
მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში
კიბერუსაფრთხოება და მონაცემები
ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში
ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება (7-9 ნოემბერი) და მოიცავს:
დღე I: საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერების 20-წუთიანი გამოსვლები;
დღე II: პარალელური პრაქტიკული ვორქშოპები და სემინარები;
დღე III: დატატონები (მინი-ჰაკათონები) მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და კომუნიკაციის თემაზე
შესაძლებელია თითო დღეზეც დასწრება.