3 სექტემბერს, 14.00 სთ.-ზე ქ. თბილისში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის (მის: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო #4) კონფერენს დარბაზი მედიის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის და სიახლეების პრეზენტაცია.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2018 წლის 16-23 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია. პრეზენტაციაზე მოხდება ინფორმაციის მოწოდება შემდეგზე:
- BIAFF კინოფესტივალის 2018 წლის პროგრამის ძირითდი სექციების მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები
- BIAFF კინოფესტივალის 2018 სტუმრები და ჟიურის შემადგენლობა
- BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღა” ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ
კინოფესტივალის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ა.მიცკევიჩის ინსტიტუტი კინოფესტივალის სპონსორები - სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ .
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - [email protected], პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - [email protected]; ტელ: 599-482181