Body Thrills - ნიკოლ ფოფხაძისა და ბექა უნგიაძის ერთობლივი პროექტი, რომელიც ადგილობრივ სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა. პროექტის ფართო ჟანრობრივი დიაპაზონი ძირითადად განპირობებულია მრავალფეროვანი მუსიკალური ზეგავლენებით (Vatican Shadow, Tobias., Voices From The Lake …). მათი პირველი ნამუშევარი 2017 წელს ლეიბლ Icontrax-ზე გამოიცა.
Saphileaum - ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი ანდრო გოგიბედაშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2015 წლის ბოლოს შეიქმნა. Saphileaum ხალხმა Newcomers Tbilisi-ის შემდეგ გაიცნო. მისი შთანოგების წყაროს წარმოადგენს ლოკალური სცენა და ეზოთერიკული არტეფაქტები და მოვლენები, თუმცა მთავარ შთაგონებად მაინც ისეთი არტისტები რჩებიან, რომლებიცაა: Anthony Linell / Abdulla Rashim,Acronym, Luigi Tozzi და Korridor. მისი ჟღერადობა გამოირჩევა ემბიენტ და ჰიპნოტური სივრცეებით. Saphileaum-ის სადებიუტო EP "As If Rivers Could Speak" 2016 წელს ავსტრალიურ ლეიბლ Controlled Violence-ზე გამოიცა. მისი ნამუშევრები ასევე გამოქვეყნებულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NORITE, Lett Records, Structural Realism (PalmStructure-ის სუბლეიბლი) და Soul Gathering.
Yanamaste - G2-ის რეზიდენტი, ახალაზრდა არტისტის ირაკლი დანელიას ტექნო პროექტი, რომელიც ადგილობრივ სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ სტაბილურად პროგრესირებს. მან მოკლე დროში მსმენელს გამორჩეული ტექნო და DnB სეტებით დაამახსოვრა თავი. მასზე მთავარი გავლენა ესპანურმა ტექნომ, კერძოდ ლეიბლ PoleGroup Recordings-მა და მისმა დამფუძნებელმა Oscar Mulero-მ მაოხდინეს.