Calvin Klein -ის პირველი ოფიციალური მაღაზია „გალერია თბილისში“ გაიხსნება

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყავნი ბრენდი Calvin Klein -ი საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. პირველი ოფიციალური მაღაზია „გალერია თბილისში“ 1 დეკემბრიდან გაიხსენება, თუმცა, ბრენდი ნამდვილ გულშემატკივრებს 30 ნოემბერსაც უმასპინძლებს, სპეციალური შემოთავაზებებითა და სიურპრიზებით. თავდაპირველად ბრენდი Calvin Klein Jeans - ის ლეიბლით წარსდგება და ამასთანავე ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრულ სპექტრს წარადგენს, მათ შორის: ჩანთებს, საფულეებს, საათებს, CK ბიჟუტერიას, პარფიუმერიასა და სათვალეებს. განსაკუთრებით სასიამოვნო სიახლე Calvin Klein- ის მოყვარულთათვის, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი თეთრეულის ხაზის - CK Underwear-ის თბილისში შეძენის საშუალება იქნება. ვინაიდან ბრენდული მაღაზია ოფიციალური ფრანჩაიზის ფარგლებში იხსნება, საფასო პოლიტიკა გაიმეორებს ევროპაში არსებული ფასების ზღვრებს და ადაპტირებული იქნება კიდეც ქართული ბაზრის ეკონომიკურ პარამეტრებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ Calvin Klein-ის იგივე პროდუქციის შეძენა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ ანალოგურ ან უფრო მაღალი ღირებულებით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ამერიკული მოდის სახლი 1968 წელს დააარსა დიზაინერმა კელვინ კლაინმა და პირველი მაღაზია ნიუ იორკში გახსნა. ბრენდმა აღიარება მალევე მოიპოვა და ერთი წლის შემდეგ უკვე წამყვანი ამერიკული მოდის ჟურნალის Vogue -ს ყდაზე გამოჩნდა. Calvin Klein-ი 10-ზე მეტ ხაზს, სამოდელო სააგენტოებსა და 2400 მდე მაღაზიას ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. Calvin Klein- ის პირველი ფრანჩაიზინგული მაღაზია ოფიციალურად 1 დეკემბერს შ. რუსთაველის გამზ. 2/4, „გალერია თბილისში“ გაიხსნება.

მსგავსი ღონისძიებები
საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე – სწორედ ასე გამოიყურება ქართული ღვინის რჩეული სახეობები, რომლებიც ფართო საზოგადოებისა და ღვინის ექსპეტების მონაწილეობით გამოვლინდა
სხვა ივენთები
წიგნის შესახებ ისაუბრებენ მთარგმნელი, ნინო შეყილაძე და რედაქტორი, მარი კორინთელი.
სხვა ივენთები
2003 წლის გლასტონბერის ლაივი - „რედიოჰედის“ საუკეთესო ცოცხალი ჩანაწერი
სხვა ივენთები
სტუდენტებს საშუალება ექნებათ საუკეთესო სტუდენტური სტარტაპ იდეა წარადგინონ.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები