Echowaves-ის დაწყებამდე 2 დღე რჩება. 23-26 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალი პირველად ჩატარდება და მის ორგანიზებაში ქართულ მხარესთან ერთად სლოვენოიური ორგანიზაცია - Eastern European Music management (EEMM) და სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული. პროექტი Check in Georgia-ს ფარგლებაში ხორციელდება.
4 დღის განმავლობაში ფესტივალის ვიზიტორებს მუსიკის გარდა სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებიც შეეძლებათ ჩართვა: ვორქშოფები, ზიპ-ლაინი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, იოგა, სამაგიდო თამაშები, ფერების ფესტივალი, და ა.შ. დაინტერესებული სტუმრები შეძლებენ პროფესიონალებისგან აითვისონ მაკრამეს და სხეულზე მოხატვის ხელოვნება, ისწავლონ ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ასტროლოგიით დაინტერესებულებს იშვიათი შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ მიიღონ რჩევები პროფესიონალი ასტროლოგისგან. მირანდა ნამიჩეიშვილი, რომელიც არაერთ ევროპულ ფესტივალზეა ნამყოფი საკუთარი ვორქშოფებით, ამჯერად დაბადების კონსულტაციას Echowaves-ის სტუმრებს გაუწევს.
გაგაცნობთ დეტალურ განრიგს, თუ რა დროს რა აქტივობებში შეგეძლებათ ჩართვა ფესტივალის მსვლელობისას.
ზიპლაინი: 24, 25, 26 აგვისტო- 12:00-20:00
მოგზაურობას 30 მეტრის სიმაღლის პლატფორმიდან - EYE კონსტრუქციიდან იწყებ და აკვაპარკისკენ მიემართები. ზიპლაინის სიგრძე 150 მეტრია. ამ გზის გავლისას ფესტივალის ტეროტორიას თავზე გადაუფრენ და ყველაფრის დანახვას შეძლებ.
სლექლაინი: 24,25,26 აგვისტო - 10:00-20:00
ისწავლე სიარული და ბალანსის დაცვა და გაერთე ამ სახალისო აქტოვობოთ მეგორბებთან ერთად. თოკი ხეებს შორისაა გაბმული, მიწიდან 1 მეტრის დაშორებით. არ შეგეშინდეს, თუ ჩამოვარდები, არ დაზიანებებს არ მიიღებ.
ფრისბი - 24,25,26 – 10:00-20:00
ჩვენ უფასო მფრინავი დისკებით (ფრისბებით) მოგამარაგებთ რომ თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად გაერთოთ.
კალათბური: 24, 25 აგვისტო - 10:00-20:00 26 აგვისტო - 18:00-22:00ფესტივალზე ქუჩის კალათურთითაც შეგიძლიათ თავი შეიქციოთ. შეკრიბეთ გუნდები და ეთამაშეთ ერთმანეთს რამდენჯერაც გინდათ.
ფეხბურთი - 24 აგვისტო - 12:00-19:00, 25 აგვისტო- 10:00-18:00, 26 აგვისტო - 10:00-20:00
რადგანაც ეს მსოფლიო ჩემპიონატის წელია, ჩვენც არ ავუვლით გვერდს ამ სპორტს. მოირგეთ საჭირო ფეხსაცმელი, შეკარით გუნდი და გაიტანეთ პირველი გოლი.
ამერიკული ფეხბურთი - 24 აგვისტო - 19:00-21:00 , 25 აგვისტო-18:00-20:00, 26 აგვისტო -20:00-22:00
ფესტივალზე ამერიკულ ფეხბურთის თამაშსაც შეძლებთ. მასტერკლასებს ქართველიდ ამერიკელი ინსტრუქტორები ჩაგიტარებენ. აღჭურვილობით ფესტივალი მოგამარაგებთ.
ფრენბურთი- 24, 25, 26 აგვისტო - 10:00-20:00
ფრენბურთი პლაჟის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია და რა თქმა უნდა, ის Echowaves-ზე იქნება. არ მოადუნოთ კუნთები - ბურთი თქვენს განკარგულებაშია.
იოგა- 24, 25, 26 აგვისტო – 10:00-11:00 – 19:00-20:00
დღეში ორჯერ, მზის ამოსვლას და მზის ჩასვლას შეგიძლიათ იოგას გურუებთან ერთად შეხვდეთ და ამ ძალიან სასარგებლო აქტოვობვით დაკავდეთ.
საჰაერო ბუშტები- 26 აგვისტო- 18:00-18:30
ფესტივალის მსვლელობისას 1000-ზე მეტ ფერადი ბუშტს გავუშვებთ.ისიამოვნე ამ დასამახსოვრებელი მომენტით.
მონსტრი საპნის ბუშტები- 23,24,25 აგვისტო – 22:00-22:30
არ გამოტოვო საღამოობით ეს ლამაზი სანახაობა: სხვადასხვა ფორმაში გარდასახული ჰაეროვანი ბუშტები მიწის ზედაპირის ფერებს აირეკლავენ და მუსიკის ფონზე განსაკუთრებულად საინტერესო ატმოსფეროს შექმნიან.
ფერების ფესტივალი- 24 აგვისტო - 18:00-18:45
„ჰოლი“, რომელსაც სხვანაირად „ფერების ფესტივალს“ ან „სიყვარულის ფესტივალს“ უწოდებენ, ინდოეთიდან და ნეპალიდან მოდის და ის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებიდს ერთგვარი სიმბოლოა. ჩაინიშნე ეს დღე კალენდარში.
მაკრამე- 24, 25, 26 აგვისტო - 13:00-14:00
ფესტივალზე უნიკალური შანსი გექენბათ, ტექსტილის წარმოების და დაწვნის ტექნიკა აითვისოთ.
ხელნაკეთი ნივთები - 24, 25, 26 აგვისტო - 14:00-15:00
გაქვს იდეები და რესურსები რაიმეს შესაქმნელად? დანარჩენს პროფესიონალები გასწავლიან და საჭირო რჩევებსაც მოგცემენ.
მფრინავი კაიტები- 25 აგვისტო- 18:00-19:30
კაიტებს დიდი და მრავალფეროვანი ისტორია აქვთ და ისინი ფესტივალების განუყოფელი ნაწილია. ამ სანახაობით ამჯერად Echo Waves ფესტივალზეც შეგიძლიათ დატკბეთ.
ასტროლოგიის მაგია- 24, 25, 26 აგვისტო- 18:0022:00
ასტროლოგი მირანდა ნამიჩეიშვილი პირადი რუკის შედგენაში დაგეხმარებათ და პროფესიონალურ რჩევებს მოგცემთ.
მეჰნდი - 24, 25, 26 – 17:00-18:00
ფესტივალის დღეებში შეგეძლებათ სხეულზე ხატვის ხელოვნებაც აითვისოთ ან პროფესიონალებს მოახატინოთ თქვენი სხეული.
პოლიეთილენის პარკების მაყურებელი: 24, 25, 26 აგვისტო- 15:00-17:00
ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - გადავამუშავოთ პოლიეთილენის პარკები და დავამზადოთ სხვადასხვა ნივთები:ხელჩანთები, საწვიმრები და ა.შ.