31 მაისს, ტექნოპარკში, HRhub-ის ორგანიზებით HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი მასშტაბის და შინაარსის HR ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება. 14 სპიკერი, 2 პანელ დისკუსია და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები ერთ სივრცეში გაერთიანდება. ბილეთების შეძენა 25 მაისამდეა შესაძლებელი tkt.ge-ზე.
სპიკერების სია და თემები:
1. თინათინ ბონი - შსს - When HR goes Agile
2. მედეა ტაბატაძე - ინსორსი - გილოცავთ თქვენ წარმატებით გაიარეთ გასაუბრება
3. ია წულაია - BDO - თანამშრომელთა მოტივაცია, რას აკეთებს ბიზნესი არასწორად?
4. ანი სიჭინავა - ალდაგი, კაპიტალი, რომელსაც, თუ ვერ იყენებ, კარგავ
5. გიორგი ტრაპაიძე - ენერგო პრო - მაღალი ძაბვის HR
6. თეა გოგელია - ვენდისი და დანქინ დონატსი - შესაძლებლობები შეუზღუდავია
7. ოთო ტაბატაძე - ოლსაიდერი, პალატაინ ანალიტიკსი - რა იქნება ხვალ ?
8. თამუნა ლასურაშვილი - ნატახტარი - გზა HR ბიზნეს პარტნიორობიდან კომერციულ მენეჯერობამდე
9. ლაშა ბოკუჩავა - ACT - მომავლის კომპანიის ტექნოლოგიები
10. თამილა გველესიანი - რუსთავი 2 - რუსთავი 2 ჩემია
11. ელენე ოკუჯავა - Pepsico - როგორ ვისწავლოთ სწავლა ?
12. ნინო ფეიქრიშვილი - პალიტრა მედია ჰოლდინგი - PD Card- ჩემი განვითარების ბარათი
13. თამუნა ჩიჩუა - გროუინი - ემოციური ინტელექტის სერთიფიცირებული პრაქტიკოსი - რა ჩაანაცვლებს ადამიანობას ?!
14. მისს ვინაობას წინასწარ არ ვასახელებთ და მხოლოდ, ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.
როგორც BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ეს ღონისძიენა HR სფეროს განვითარებისთვის, უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ,,HR ბიზნეს სამიტზე საინტერესო სპიკერები იკრიბებიან, განსახილველი თემები მრავალფეროვანი, რელევანტური და აქტუალურია. ასე, რომ ასეთი ტიპის ნეთვორქინგი საუკეთესო საშუალებაა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის.“ - ზურაბ ლალაზაშვილი.
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO HR ბიზნეს სამიტის გენერალური სპონსორია.
მხარდამჭერები არიან: ალდაგი, რეგუსი, პეპსიკო, Food Management Group, მეღვინეობა ხარება, ნატახტარი, ანემონე, ლურჯი ოკეანე, პალიტრა მედია ჰოლდინგი.
მედია პარტნიორები: HRhub.ge, ipn, bpn, ambebi.ge და რადიო იმედი.