Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს

Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას, 1tv ავრცელებს.

 

პროექტის მენეჯერის ირაკლი კობერიძის თქმით, ჰონორართან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია, დასაზუსტებელია მხოლოდ კონცერტის ჩატარების ადგილი. ადგილის შერჩევის შემდეგ ცნობილი გახდება კონცერტის ჩატარების ზუსტი თარიღიც.

 

ჯგუფი საქართველოს Evole World Tour-ის ფარგლებში ეწვევა. ევროპის კონტინენტზე საქართველო იქნება ბოლო ქვეყანა, სადაც ამერიკული როკჯგუფი კონცერტს გამართავს.

 

ჯგუფის ოფიციალურ საიტზე საქართველოში კონცერტის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ასახული, თუმცა ევროპის მასშტაბით ჩასატარებელი კონცერტების სიაში უკრაინა 31 აგვისტოს არის მონიშნული. 

პროექტის მენეჯერის ინფორმაციით, კონცერტის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ ცნობებს 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწვდიან. მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა 4 მაისს დაიწყება.

 

 

მსგავსი ღონისძიებები
ნაწარმოებს საფუძვლად დაედო გამოჩენილი პოეტის პოლ ცელანის ლექსი „სიკვდილის ფუგა“, რომელიც მან საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა.
კონცერტი
ლეგენდარული ანსამბლი ”რუსთავი” 12 სექტემბერს დაარსებიდან 50 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკის და ხელოვნების ცენტრში კონცერტით აღნიშნავს.
კონცერტი
ამის შესახებ, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე, მათ ერთ-ერთ მომხმარებელს კომენტარის სახით დაუწერეს
კონცერტი
7 დეკემბერს , 8 საათზე ნიაზ დიასამიძე და 33 ა თბილისის ივენთ ჰოლში იმღერებს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები