უკვე მეორე წელია იმის შემდეგ რაც სასტუმრო "Lopota Lake Resort & Spa" ტერიტორიაზე Jazz and Wine Kakheti ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 21-23 სექტემბერს გაიმართება ლოპოტის ტბის ულამაზეს ტერიტორიაზე.
მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული და თავიანთ ჟანრში დაფასებული მუსიკოსები: ჯუდით ჰილი (რომელიც არაჩვეულებრივი ვოკალისტია. იგი მაიკლ ჯექსონის და პრინცის ბექ-ვოკალისტი იყო. მან ჯექსონის დაუსრულებელ ლაივ ალბომ "This Is It"-ში იმღერა, რომელიც მაიკლის გარდაცვალების გამო ვერ დასრულდა და მხოლოდ სარეპეტიციო და სამზადისო ნაწილები იქნა გამოშვებული (ჯექსონი მასშტაბურ მსოფლიო ტურნეს გეგმავდა). მან ჯექსონთან ასევე შუასრულა, მაიკლის ცნობილი ჰიტი "I Just Can't Stop Loving You") და დაიმსახურა გრემის ჯილდო დოკუმენტურ ფილმში სახელად "20 Feet from Stardom" მონაწილეობისთვის და მისი პირველი ალბომის თანა-პროდიუსერი პრინცი გახლდათ), დუეინ დობსი, Yessa, Aglio Olio & Swing, Bahama Soul Club (ბოსანოვასა და ჯაზის სინთეზის ოსტატები). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მათი 2010 წლის ალბომი სახელად" "Bossa Nova Just Smells Funky" შეიცავს არაერთ ლამაზ და საინტერესო მომენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯაზ ალბომია, მრავალ ფანკის ელემენტს შეამჩნევთ) და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო, მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და მათ ცნობილი სომალიეები გააცნობენ არაერთ ფაქტს ღვინის შესახებ.
ფესტივალის წარმდგენია: TBC Status; ხოლო ორგანიზატორი: კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“ (Eastern Promotions)