Sam KDC – Samuel Wood-ის 2010 წელს დაარსებული პროექტი. კარიერის დასაწყისიდან დღემდე მისი მთავარი მუსიკალური პლატფორმებია Samurai Music და ASC-ს მიერ დაარსებული ლეიბლი Auxiliary.
Ancestral Voices – აღიარებული პროდიუსერის Liam Blackburn-ის კიდევ ერთი მუსიკალური იდენტობა, რომელიც Samurai Music-ზე 2015 წელს გამოჩნდა. Ancestral Voices-ის გარდა, Liam-ს აგრეთვე ეკუთვნის პროექტი Indigo და არის პროექტ Akkord-ის წევრი.
GREBENSTEIN - ბერლინელი პროდიუსერი Jan Grebenstein, რომლის ნამუშევრები 2014 წლიდან Samurai Music-ის გარდა Regis-ის ცნობილ ლეიბლ Downwards Records-სა და გერმანულ ლეიბლ Horo-ზე გამოიცა.
Presha - ლეიბლის დამაარსებელი Geoff Wright-ის პროექტი, რომელსაც ეკუთვნის Samurai Music-ზე გამოცემული ერთ-ერთი პირველი რელიზი „Way Of The Samurai”.
Harrison BDP - G2-ის რეზიდენტი ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი, რომელიც ძირითადად ჰაუსსა და დიფ ჰაუს ჟღერადობაზე ორიენტირებს. Harrison BDP-ს სადებიუტო "Transcend EP" 2015 წელს Gents & Dandy's Records-ზე გამოიცა და მას შემდეგ გამოაქვეყნა კიდევ 7 EP და რამდენიმე ტრეკი ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: MIL Records, Pulse Msc, Plastik People Digital (Plastik People Recordings-ის სუბლეიბლი),PIFF Records, Cahoots Records, Artesian Sounds, Ranura, Tour Recordsდა Stamp Records.
Sevda - ლადუკა ნინუას G2-ის რეზიდენტი ჰაუს პროექტი, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებიდან - Oimactta და OTHR. დაახლოებით ერთი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს - #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevda არტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისთვის ცნობილი იყო Lo-Fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-Fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.