KHIDI წარმოგიდგენთ ბერლინული Drum & Bass ლეიბლის Samurai Music-ის შოუქეისს.
Sam KDC – Samuel Wood-ის 2010 წელს დაარსებული პროექტი. კარიერის დასაწყისიდან დღემდე მისი მთავარი მუსიკალური პლატფორმებია Samurai Music და ASC-ს მიერ დაარსებული ლეიბლიAuxiliary.
Ancestral Voices – აღიარებული პროდიუსერის Liam Blackburn-ის კიდევ ერთი მუსიკალური იდენტობა, რომელიც Samurai Music-ზე 2015 წელს გამოჩნდა. Ancestral Voices-ის გარდა, Liam-ს აგრეთვე ეკუთვნის პროექტი Indigo და არის პროექტ Akkord-ის წევრი.
GREBENSTEIN - ბერლინელი პროდიუსერი Jan Grebenstein, რომლის ნამუშევრები 2014 წლიდან Samurai Music-ის გარდა Regis-ის ცნობილ ლეიბლ Downwards Records-სა და გერმანულ ლეიბლ Horo-ზე გამოიცა.
Presha - ლეიბლის დამაარსებელი Geoff Wright-ის პროექტი, რომელსაც ეკუთვნის Samurai Music-ზე გამოცემული ერთ-ერთი პირველი რელიზი „Way Of The Samurai”.
Harrison BDP - G2-ის რეზიდენტი ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი, რომელიც ჰაუსსა და დიფ ჰაუს ჟღერადობაზე ორიენტირებს. ჰარისონს 2015 წლიდან გამოქვეყნებული აქვს 7 EP, ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Gents & Dandy's Records, Plastik People Digital (Plastik People Recordings-ის სუბლეიბლი), Pulse Msc, Music is Love Records,Artesian Sounds, Stamp Records, Tour Records.
Sevda - ლადუკა ნინუას G2-ის რეზიდენტი ჰაუს პროექტი, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებიდან - Oimactta და OTHR. დაახლოებით ერთი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს - #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevdaარტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისთვის ცნობილი იყო Lo-Fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-Fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.