KHIDI წარმოგიდგენთ ყველაზე გავლენიანი ამერიკული ლეიბლის Hospital Productions-ის პირველ შოუქეისს

    KHIDI წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ლეიბლის Hospital Productions-ის პირველ შოუქეისს ლეიბლის რეზიდენტობის ფარგლებში. 1997 წელს, Dominick Fernow-ს მიერ დაარსებულმა ლეიბლმა ოცწლიან პერიოდში 500-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რელიზი გამოსცა. დროთა განმავლობაში ლეიბლი გასცდა ნიუ-იორკის ანდერგრაუნდს, რამაც კატალოგში ჟანრობრივი მრავალფეროვნება შემოიტანა. ოცი წლის შემდეგ კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ Hospital Productions-მა დიდი როლი შეასრულა მსოფლიო ემბიენთ, ნოიზ და ექსპერიმენტული ჟღერადობების პოპულარიზებაში. Fernow-ს პროექტების გარდა, ლეიბლის ფართო დისკოგრაფიაში აღმოაჩენთ Silent Servant (Official)-ის სადებიუტო LP-ს, Alessandro Cortini-ს ფირფიტების სერიებსა და ლეგენდარულ კოლაბორაციას Vatican Shadow-სა და Function-ს შორის.

 

   Vatican Shadow - მულტიმედია არტისტის Dominick Fernow-ს ტექნო პროექტი, რომელიც პირველად 2010 წელს გამოჩნდა სცენაზე, თუმცა ლეიბლზე და ზოგადად მუსიკალურ ინდუსტრიაში მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1998 წელს შედგა. იმ დროისათვის თინეიჯერმა Fernow-მ ამერიკულ სცენაზე ფურორი მოახდინა საკუთარი ნოიზ პროექტ Prurient-ით. ოცი წლის განმავლობაში Dominick-ი მსმენელის წინაშე 20-ზე მეტი სხვადასხვა პროექტით წარგდა, მაგრამ Vatican Shadow დღემდე მისი მთავარი ტექნო სასცენო ფსევდონიმია. 12 იანვარს Fernow სწორედ Vatican Shadow-ს პროექტით წარდგება მსმენელის წინაშე.

 

   Phase Fatale – KHIDI-ს რეზიდენტის Hayden Payne-ის ტექნო პროექტი, რომელიც შთაგონებულია ნიუ-იორკის პოსტ-პანკ და გოთ სცენით. სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის შემდეგ, 2014 წლიდან Hayden-მა საკუთარი ბნელი, ინდუსტრიული ჟღერადობისათვის Phase Fatale-ის სახელით იდეალური პლატფორმა იპოვა და მოკლე პერიოდში მისი მუსიკა წამყვან ლეიბლებზე გამოიცა, როგორებიცაა: [aufnahme + wiedergabe], Unterton (Ostgut Ton-ის სუბლეიბლი), Jealous God, Hospital Productions…

 

   Becka Diamond - Hospital Productions-ის წევრი, ამერიკელი დიჯეი, სტილისტი, მუსიკის რეპორტიორი და ფოტოგრაფი. ადრეული ასაკიდან Becka-ს მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა მოახდინა პანკ როკმა, რაც მომავალში აისახა მის დიჯეი სეტებზე. გარდა მუსიკალური ჩართულობისა Hospital Productions-ზე, Becka ლეიბლის ვიზუალური მხარის ერთ-ერთი კურატორია.

 

   Liziuz - ახალი სახელი ბერლინის ელექტრონული სცენიდან. მისი სადებიუტო რელიზი მალე Hospital Productions-ზე გამოიცემა. 12 იანვარს, Hospital Productions-ის პირველი რეზიდენტ ივენთის ფარგლებში Liziuz ლაივ პერფორმანსით წარდგება.

 

   Nastia Reigel - სანქტ-პეტერბურგელი დიჯეი და პროდიუსერი. მისი მეორე EP და დღეისათვის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “Trust, Intimacy” გამოიცა Dustin Zahn ლეიბლ Enemy Records-ზე. Nastia აგრეთვე ჩართულია სხვადასხვა აუდიო-ვიზუალურ პროექტებში.

 

   Goner – იგივე Martin Maischein. მუსიკის შექმნა Martin-მა 1996 წელს დაიწყო, ხოლო 1997 წლიდან, პროექტი 6 რელიზს ითვლის სხვადასხვა ლეიბლებზე. 2017 წელს, Goner-მა Hospital Productions-ზე გამოსცა თავისი სადებიუტო EP “Yogascum”. Goner-ის გარდა Martin-ის მუსიკალურ კარიერაში იყო სხვა პროექტებიც, როგორებიცაა: Sandbenders, Bolder, Heinrich at Hart.

 

 

მსგავსი ღონისძიებები
როგორც ჩანს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს მოენატრათ მასთან შეხვედრა.
კლუბი/ლაუნჯი
ივენთზე MZESUMZIRA-ს ახალი რეზიდენტი - DJ tomwildculture პირველად დაუკრავს.
კლუბი/ლაუნჯი
HOROOM-ის ოთახში ვეტერანი გერმანელი არტისტი, ლეიბლის MACRO დამაარსებელი , ჩანაწერების მაღაზიის HARD WAX გუნდის წევრი FINN JOHANNSEN და BASSIANI RECORDS-ის A&R - KVANCHI დაუკრავენ.
კლუბი/ლაუნჯი
Frequency Shifter - გიგა არაბული ქართველი DJ და პროდიუსერია. მის მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ადგილობრივი ტექნო სცენის განვითარებამ, რამაც საკუთარი ჟღერადობა აპოვნინა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები