Oliver Huntemann - ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდუსერი გერმანიიდან. მაშინ, როდესაც არტისტებმა ბერლინის ცის ქვეშ დაიწყეს თავის დამკვიდრება, Oliver Huntemann-ისთვის ჩრდილოეთ გერმანია - ჰამბურგი ყოველთვის იყო და არის მოვლენათა ეპიცენტრი. მისი შემოქმედება გამორჩეულია მომაჯადოებელი პირდაპირობით, დაცლილი ილუზიითა და მინიმალისტური ბგერების ცენტრალურ მოვლენაში ტრანსფორმაციით. მისი ერთადერთი ფუფუნება - ცოტაოდენი ჭუჭყია. მისი გზა ტექნო მუსიკამდე ელექტრო და რეივ მუსიკაზე გადის. ავტორია 4 ალბომის Paranoia (Nov 2011 - Ideal Audio); H-3 (May 2009 – Ideal Audio); Fieber (March 2006 – Confused/Gigolo);
Too Many Presents For One Girl (2004 – Confused Recordings) 2011 წელს ოლივერმა მეოთხე ალბომი “Paranoia” გამოუშვა, რომელმაც ბრწყინვალე შეფასებები დაიმსხურა და რომლის წყალობითაც ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო არტისტი გახდა. გამორჩეულია ასევე, “PLAY” სერია, რომელიც ზუსტად იმ მუსიკის რეპრეზენტაციაა, რომელსაც ახლა არტისტი მსოფლიოს სხვადასხვა საკლუბო სცენაზე ასრულებს. Oliver Huntemann-ის ბოლო სეტები, მარტივად მიგვახვედრებს, თუ რატომ შეინარჩუნა მისმა მუსიკამ, 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში, აქტუალობა.
Metronome Soundsystem - Metronome Festival-ის რეზიდენტი DJ. მისი სეტები ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო, მრავალფეროვანი სელექციით და დახვეწილი ტექნიკით.
Tade - ქართველი DJ და პროდიუსერი, რომლის პირველი გამოშვება 2012 წელს კანადის ლეიბლი DEEP DASH RECORDS იყო. Underyourskin Records- ის მიერ გაცემული სიმღერები დადებითი მიმოხილვებია.