Saphileaum-მა ემბიენთ/Lowtempo dub სეტი Bauhaus Bar-თან დაუკრა (სეტის მიმოხილვა)

            13 სექტემბერს Bauhaus Bar-ის ეზოში 22:00 საათზე, რომელიც დედაენის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, ანდრო გოგიბედაშვილმა (იგივე Saphileaum) არაჩვეულებრივი და მეტად საინტერესო ემბიენთ/ტექნო სეტი დაუკრა. მისი პირველი ემბიენთ ალბომი სახელად "Echoes of the Physical World" 12 სექტემბერს CD და Digital ფორმატში ანდროს მიერ დაარსებულ ლეიბლზე "Theosophy" გამოვიდა.

         

 

             სეტზე ჩვენ ზეცაში და ზღვის ლამაზ ნაპირებზე ვიმოგზაურეთ. ეს ლამაზი, ატმოსფერული მუსიკა სხვა პარალელური სამყაროს ჩაკეტილ კარს ხსნიდა, რომელიც წარსულის მიუვალ სამეფოს არაჩვულებრივად გვიჩევენებდა. პატარ-პატარა ელემენტები ემბიენთისა და სიმფონიის ფერად ნაზავს ქმნიდა. იყო Dark ემბიენთის ელემენტებიც, რომელიც ამ ატმოსფერულ სტილს ბნელ და მელანქოლიურ ფორმას სძენდა. ერთ-ერთ კომპოზიციის წყობაზე და ფორმებზე გამახსენდა ლეგენდარული ნორვეგიელი მუსიკოსის ვარგ ვიკერნესის მუსიკალური პროექტი "Burzum", რომლის 1996 წლის ალბომ "Filosofem"-ის 25 წუთიანი ემბიენთის ინსტრუმენტული ჰიმნი სახელად, "Rundtgåing av den transcendentale egenhetens støtte", (რომელიც მინიმალიზმის შედევრად ითვლება) ამტკიცებს იმას, რომ თუ ერთი შეხედვით ერთფეროვან მუსიკას დავუკვირდებით მრავალ მცირე და ხშირად შეუმჩნეველ ჰარმონიულ ნაწილაკებს შევამჩნევთ. მინიმალიზმი და სიღრმე ანდროს მუსიკაში მრავლადაა მრავალ პროგრესულ ცვილილებებთან ერთად. ზოგი კომპოზიცია სევდიანი იყო, ზოგიც დამაფიქრებელი და ზოგი სიხარულით სავსე. ერთ-ერთი კომპოზიციის ერთი ნაწილი ფსიქოდელიურ ფანკს ჰგავდა, სხვა low-tempo dub-ს, ზოგი პროგრესული როკის სასინთეზატორო ნაწილებს შეიცავდა და ცოტაოდენი ჯაზის წვეთსაც შეამჩნევდით.

 

           სეტის პირველი და უმეტესი ნაწილი უფრო მეტად ანდროს ახალ, ემბიენთ ნაწილს დაეთმო და დანარჩენი კი Lowtempo dub - სა და იმ მუსიკას ,რასაც ის წარსულში უფრო ხშირად უკრავდა. ეს მუსიკოსის სხვა ნაწილი, სხვა სულიერი მხარეა, რომელსაც დრო სჭირდება იმისათვის, რომ შეიცნო და გაიგო. ზოგი კომპოზიცია ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავდა სადაც უცხო, არნახული სამყაროები ერთიანდება (რომლებსაც ვეძებთ ხოლმე და ანდროს მუსიკის მეშვეობით უფრო გაგვიმარტივდება პოვნა ამ უსასრულო მნათობებში ახალი სიმაღლეების).

 

 

სტატიის ავტორი: რატი ონიანი

მსგავსი ღონისძიებები
BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე, ელექტრონული მუსიკის ლეგენდა, დაბ ტექნოს ვეტერანი, მულტიინსტრუმენტალისტი პროდიუსერი MORITZ VON OSWALD წარსდგება.
კლუბი/ლაუნჯი
ულამაზესი ხედები, სასიამოვნო გარემო და გემოვნებიანი მუსიკა
კლუბი/ლაუნჯი
კლუბი PARAMPA საქართველოში პირველად Non-stop რეჟიმში მუსიკას პარასკევი საღამოდან - კვირა საღამომდე.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები