Tbilisi Event Hall-ში ცნობილმა გერმანულმა ბენდმა "DIARY OF DREAMS" კონცერტი გამართა

 

Tbilisi Event Hall-ში კომპანია „JAM! Events”-მა  და გერმანიის საელჩომ  გერმანული ბენდის DIARY OF DREAMS -ის კონცერტს გაუწია ორგანიზება. 

ჯგუფის სტილი Electronic Darkwave-ის მიმართულებით, სინტი–გოთიკისა დ ა გოთიკ–როკის ჟანრში განიხილება. დღესდღეობით გერმანული ჯგუფი DIARY OF DREAMS ამ ჟანრის ყველაზე პოპულარული და ცნობილი წარმომადგენელია. შესაბამისად, ჯგუფს, როგორც ჰედლაინერს, მუდმივად ეპატიჟებიან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფესტივალებზე.

5 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე Deutsche Alternative Chart-ში ლიდერობს. სწორედ ამ ალბომის მხარდასაჭერად ტარდება ტურნე, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი თბილისსაც ეწვევა.

 

Tbilisi Event Hall-ში გამართულ კონცერტზე იყო განახლებული ლაინაფი. ნაცნობ და საყვარელ ჰიტებთან ერთად შესრულდა კომპოზიციები ახალი ალბომიდან. ცნობილი გერმანული ბენდი DIARY OF DREAMS საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა, სადაც მას უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქართველმა მსენელმა ჯგუფი პირველად „JAM! Fest 2015”-ზე გაიცნო და ძალიან თბილად მიიღო.

 

მუსიკალური პროექტი Diary of Dreams 1980-იან წლებში ვოკალისტმა და მულტიინსტრუმენტალისტმა ადრიან ჰეიტსმა შექმნა. Diary of Dreams - ჯგუფის სახელწოდება მან თავისი ერთ-ერთი ადრეული, კლასი კური გიტარის კომპოზიციიდან " Tagebuch der Träume" აიღო.

მსგავსი ღონისძიებები
მაყურებლის წინაშე წარსდგება კამერული ანსამბლი "Georgia Modern", რომელიც თანამედროვე მუსიკის აქტიურ პოპულარიზაციას ეწევა.
კონცერტი
15 სექტემბერს Lisi Wonderland-ის სცენაზე, ფსაიტრანსის გურუ Laughing Buddha და ასევე სახელგანთქმული დიჯეი Symbolic შესთავაზებენ თავიანთ სეტებს.
კონცერტი
შესრულდება ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საფორტეპიანო და ინსტრუმენტული ნაწარმოებები.
კონცერტი
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „სუხიშვილები“ , ნიაზ დეასამიძე 33ა.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები