Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi ღონისძიებების სერიას აგრძელებენ

     Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi აგრძელებენ ღონისძიებების სერიას. 15 ივნისს, 19:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო სივრცეში სტრატს აიღებს რიგით მესამე Fuckup Nights Tbilisi.

 

    Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 252 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

 

  ღონისძიების ფარგლებში მოისმენთ ბიზნესის ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა წარუმატებლობა და იმედგაცრუება, გაიგებთ პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა, აღმოაჩენთ  პროდუქტს, რომელიც ჩაფლავდა.

 

    Fuckup Nights Tbilisi vol.3-ის სპიკერები არიან ადამიანები, რომლებიც არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და ახლა მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ! თბილისის მესამე Fuckup Nights - ის მომხსენებლები ეტაპობრივად დასახელდებიან.

 

ღონისძიებაზე დასწრება საინტერესოა მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... ღონისძიება არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე და დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად. ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები არასწორი გადაწყვტილებებით იწყება!

მის: ფაბრიკა(ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) 

 

ღონისძიების პარტნიორები: Fabrika, Grant Thornton Georgia, Taxify Georgia, Kedari Ventures, ლურჯი ოკეანე / Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, Urban Garden.

 

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
მიკოლა დედოკი ბელორუსი პოლიტიკური აქტივისტი და ჟურნალისტია. ის ჩამოდის თბილისში, რათა მოგვითხროს, თუ როგორ იქცა პოლიტიკურ პატიმრად.
სხვა ივენთები
ლექციაზე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მომხდარ, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ბრძოლებზე. მაგალითად, აფხაზეთში, დარიალის ხეობაში, ოსიაურთან და ა.შ.
სხვა ივენთები
წიგნის შესახებ ისაუბრებენ მთარგმნელი, ნინო შეყილაძე და რედაქტორი, მარი კორინთელი.
სხვა ივენთები
Fuckup Nights ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები