"Treebal" - ის ივენთების რიგით მეოთხე სერია, ამჯერად 3 პროექტს უმასპინძლებს "Spacehall"-ში.
"Zyce"- ასე ჰქვია Psy-Progressive პროექტს, რომელიც ცნობილ სერბ პროდიუსერს Nikola Kozic-ს ეკუთვნის. იგი ამ სტილის გამორჩეული არტისტია მსოფლიო მასშტაბით
"Ectima"- Nikola Kozic-ის და ასევე სერბი პროდიუსერის Dalibor Delic (იგივე "Flegma") ფსაი ტრანს პროექტი გახლავთ. ისინი მრავალფეროვან, რითმულ მუსიკას ქმნიან.
"Acidwave"- ირაკლი დავარაშვილის (იგივე "MARCUSS") და დავით ჯანაშვილის (ADDITIVV)- საერთო კოლაბორაციის შედეგია. ეს ფსაიტრანს პროექტი 2016 წელს შეიქმნა. მათ სეტებზე ძირითადად Prog- Psytrans და Full-on-ის სრულდება.
"Treebal" მიზნად ისახავს ფსიქოდელიური მუსიკის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას საქართველოში.