6 დეკემბერს რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც ტრადიციულად 21 გამარჯვებული გამოვლინდა ამდენივე განსხვავებულ ნომინაციაში.
1. საუკეთესო ბუტიკის ტიპის სასტუმრო - სასტუმრო კაბადონი
2. საუკეთესო სტანდარტული ტიპის სასტუმრო - სასტუმრო ივერია ინნ
3. საუკეთესო დელუქს ტიპის სასტუმრო - Radisson Blu Iveria Tbilisi
4. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი - Rixos Borjomi
5. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო - სასტუმრო Quadrum
6. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო - Sheraton Batumi
7. საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო - პუშკინის 10
8. საუკეთესო MICE ტურიზმი - Georgian Events
9. საუკეთესო ღვინის ტურიზმი - შატო მუხრანი
10. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი - ტურისტული კომპლექსი ზეთა
11. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი - წისქვილი ჯგუფი
12. საუკეთესო მოგზაური ფოტოგრაფი - გიორგი ლიპარტელიანი
13. კონცეფტუალური კაფე/რესტორანი - სირაჯხანა
14. ტურისტული დანიშნულების საუკეთესო მარკეტინგული კამპანია - Where.ge
15. საუკეთესო სპეციალიზირებული ტურისტული სერვისი - ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი-პარსა
16. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში - Acor ჯგუფის წევრი სასტუმრო მერკური თბილისი
17. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით - Best Western Kutaisi
18. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში - ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი-პარსას დამფუძნებელი თამარ მახარაშვილი
19. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება - Tbilisi Open Air
20. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიების ჯილდო ასევე გადაეცა - ფოტო ფესტივალ ქოლგას უნიკალური კონცეფციისათვის, აღნიშნულმა ფესტივალმა შეძლო საქართველოს მონიშვნა მსოფლიო ფოტო გამოფენების რუკაზე.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა 700_ზე მეტი სტუმარი: პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი; თბილისის მერი - კახა კალაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ხელმძღვანელი - გიორგი ჩოგოვაძე, პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილორივი მედია.
ცერემონია გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძე, მან განაცხადა რომ ტურისტული მიმართულებით ქყვეყნის ცნობადობის ამაღლების დიდი პოტენციალი არსებობს და რომ ტურიზმის განვითარებაში თითოეული ამ სფეროში ჩართული კომპანიის როლი უმნიშვნელოვანესია. სტუმრებს მიელამა პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე, ამ სფეროში მიმდინარე მიღწევებზე და პროექტის მნიშვნელობაზე. ვიცე პრემიერმა სპეციალური ჯილდო გადასცა - საბა კიკნაძეს, კავკასუს თრეველის დამფუძნებელს, ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
სტუმრებს, პროექტის პარტნიორებსა და ნომინანტებს მიმართა და მადლობა გადაუხადა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ, რომელმაც პროექტის განვითარებასა და გლობალურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მოწვეულ სტუმრებს პროექტში მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილება გაუზიარეს ჟიურის წევრებმაც. ხოლო ერთ-ერთი ჟიურის წევრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ვიდეო მიმართვით მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მანაც აღნიშნა ქვეყნის განვითარებაში ტურიზმის სფეროს მნიშვნელობა, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და აღნიშნა რომ ეს პროექტი ხელს უწყობს ამ სფეროში დასაქმებული კომპანიების წახალისებას.
“Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 320 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვა... თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურის შემადგენლობამ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა, შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავსი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მესამე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდა 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გამართულ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონიაზე.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
მესამე წელია პროექტის თანაორგანიზატორია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ოფიციალური მხარდამჭერი - თბილისის მერია; ოფიციალური სპონსორი - საქართველოს ბანკი; გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი; სპონსორები: ალტიდო; თბილისი ბიზნეს ჰაბი; იულიუს მაინლი; სარაჯიშვილი; არდი; ვესტა; დაინჰოლი; კეონი; ვიქტორია სექურითი; აიტეკი; მეგატექნიკა; დომსონი ენჯინიერინგი; აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი; ორიენტ ლოჯიკი; ელემენტს გრუპი; იანეარი; UPS; გაგრა პლუსი; favorite style; გიფერი; თბილღვინო; ბაჯეთი; ლავლი როუზის; ეს თი ეს; პროფიტექსი; პარტნიორი სასტუმროები: სითი ცენტრი; სითი ავენიუ; გრუვი; ქორალი; ლოპოტა სპა რეზორტი; დივან ბათუმი; ვინდჰემი; კოლიზეუმ მარინა; შარდონე;
სტუმრებს მიელამა პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე, ამ სფეროში მიმდინარე მიღწევებზე და პროექტის მნიშვნელობაზე. ვიცე პრემიერმა სპეციალური ჯილდო გადასცა - საბა კიკნაძეს, კავკასუს თრეველის დამფუძნებელს, ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
სტუმრებს, პროექტის პარტნიორებსა და ნომინანტებს მიმართა და მადლობა გადაუხადა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ, რომელმაც პროექტის განვითარებასა და გლობალურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მოწვეულ სტუმრებს პროექტში მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილება გაუზიარეს ჟიურის წევრებმაც. ხოლო ერთ-ერთი ჟიურის წევრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ვიდეო მიმართვით მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მანაც აღნიშნა ქვეყნის განვითარებაში ტურიზმის სფეროს მნიშვნელობა, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და აღნიშნა რომ ეს პროექტი ხელს უწყობს ამ სფეროში დასაქმებული კომპანიების წახალისებას.